დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.05.001.000.433 |
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 1996 წ.) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები და თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ ბანკები, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 13 ოქტომბერი
1636–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები