„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 17/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.001.202
  • Word
1938
28/12/2002
სსმ, 3, 17/01/2003
220.020.000.05.001.001.202
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

«მნიშვნელოვანი წილი“ – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის 10-პროცენტიანი და 10-ზე მეტპროცენტიანი წილი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;»;

ბ) ბოლო აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„არაპირდაპირი მონაწილეობა“ – კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.».

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:“;

ბ) მე-6 პუნქტს სიტყვის „გადაწყვეტილებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სხვა სახელმწიფოს საფინანსო სექტორის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს დოკუმენტით“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის არც ერთ აქციონერს ან ერთობლივად მოქმედ აქციონერთა ჯგუფს არ აქვს უფლება, ფლობდეს ან/და განკარგავდეს წილის იმ ოდენობას, რომელიც აღემატება კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის ხმის უფლების მქონე აქციების 25%-ს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დაუშვას ამ წესიდან გამონაკლისი წილის მხოლოდ იმ მფლობელისათვის, რომელსაც აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ პირს არ აქვს უფლება, შეიძინოს და გაასხვისოს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი. ეროვნული ბანკის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობა უნდა გაიცეს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე წერილობითი განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი შეესაბამება კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა მიმართ ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. თუ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე პირის მფლობელობაში აღმოჩნდა კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი, ასეთ გარიგებას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი ბათილია. ამასთან, თუ კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, იგი კარგავს ხმის უფლებას და წილის სხვა პირისათვის სამართავად გადაცემის უფლებას.”.

    მუხლი 2

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადოს ნორმატიული აქტი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში არაპირდაპირი მონაწილეობის განსაზღვრის მეთოდის შესახებ.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 28 დეკემბერი.

№1938–რს