„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3950-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.102212
3950-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
220020000.05.001.102212
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენების ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება;“.

2. 374 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების განხორციელებამდე ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ მათ შესაძენად.“.

3. 3710 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ  საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა ამ კომერციული ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, ხოლო დროებითი ბანკის შემთხვევაში − კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული ფულადი სახსრების ოდენობა, საჭიროების შემთხვევაში − დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან სულ მცირე მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისთვის აუცილებელი რესურსები.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობა მიღწეული ვერ იქნა, რეზოლუცია შეიძლება დაფინანსდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით ან/და დროებითი სახელმწიფო დაფინანსებით. რეზოლუციის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ფორმით:

ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით ანაზღაურდება ის ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენებით ვერ ანაზღაურდა. თუ სარეზოლუციო ფონდში აღნიშნული ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა არ არის/არ იქნება, ზარალს აანაზღაურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, სარეზოლუციო ფონდის საშუალებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიძენს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციებს ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტებს.“.

4. 3712 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/დადებული გარიგებისა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე ბანკთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუკი ამ ქმედებამ/გარიგებამ კრედიტორებს ზიანი მიაყენა. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა/დაიდო.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში), აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება.“;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. კომერციული ბანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში.

102. კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ)  კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;

გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა);

დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;

ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის  ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

ვ) მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ;

ზ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

თ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, კომერციული ბანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;

ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;

კ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ლ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

მ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

ნ) კომერციული ბანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ო) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

პ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ჟ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.“.

მუხლი 2. იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომლის ლიკვიდაცია ამ კანონის ამოქმედებამდე დაიწყო, გამოიყენება მისი ლიკვიდაციის დაწყების მომენტში მოქმედი წესები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3950-XIIIმს-Xმპ