„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7130-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020177
7130-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
220020000.05.001.020177
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომერციული ბანკების გაყოფა ან შერწყმა

1. კომერციული ბანკების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) ან შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია კომერციული ბანკების ისეთი გაყოფა ან შერწყმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

2. ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს კომერციული ბანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას.“.  

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7130-Iს