„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 07/11/2001
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.000.993
  • Word
1115
23/10/2001
სსმ, 32, 07/11/2001
220.020.000.05.001.000.993
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სხვა საკრედიტო დაწესებულების“;

ბ) ტერმინის „კომერციული ბანკი“ განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციული ბანკი“ – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას“;

გ) ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეცამეტე აბზაცი;

დ) ტერმინის „შვილობილი ორგანიზაცია“ განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შვილობილი საწარმო“ („შვილობილი ორგანიზაცია“) – ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს.“;

ე) ბოლოში დაემატოს შემდეგი აბზაცები:

„საზედამხედველო კაპიტალი“ – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისა და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

„სააქციო კაპიტალი“ – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;

„განცხადებული საწესდებო კაპიტალი“ – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი;

„განაღდებული საწესდებო კაპიტალი“ – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

„გადახდისუუნარო ბანკი“ – ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს;

„კონტროლი“ – კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა;

„მაკონტროლებელი პირი“ – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

„მონათესავე საწარმო“ – იურიდიული პირის შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები;

„პირი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი გამოიყენება კომერციული ბანკების მიმართ.“;

ა.ბ) მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების“;

ა.გ) მესამე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უცხოური ინვესტიციების შესახებ“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის არ აქვს უფლება მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–5 პუნქტები:

„4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.

5. კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „დოკუმენტების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დედნები ან მათი“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაცია კომერციული ბანკის დირექტორების კვალიფიკაციისა და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება: „აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და მათი წარმოშობის შესახებ.“;

დ) „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სტრუქტურული ორგანიზაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ორგანიზაციული სტრუქტურა“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ძირითადი“ შეიცვალოს სიტყვით „საწესდებო“, ხოლო ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.“;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განლაგებული იქნება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა, საბანკო საქმიანობისათვის დაკავებული ფართობი, კომერციული ბანკის დირექტორების მუშაობის გამოცდილება და კვალიფიკაცია, აგრეთვე წარმოდგენილი ბიზნესგეგმა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ შეფასებათა კრიტერიუმებს და საქმიანობას, რომლის განსახორციელებლადაც მათ მიეცემათ ლიცენზია.

3. კომერციულ ბანკებს საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიები მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა შევსებულია სრულად, ფულადი შენატანის სახით;

ბ) მისი დირექტორები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები. კომერციული ბანკის დირექტორთა შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით;

გ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია სრულყოფილი და სანდოა და წარმოადგენს კომერციული ბანკის მომგებიანობისა და ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის რეალურ წინაპირობებს.

4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის დირექტორი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას;

ბ) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა;

დ) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

5. უცხოეთის ბანკის ფილიალზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ საზედამხედველო ორგანოს კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომერციულ ბანკს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში და, განსაკუთრებით, თუ ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;

ა.გ) ამავე ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცები:

„–კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

– კომერციული ბანკი აქციონერთა გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

– კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

6. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აღნიშნული განცხადება დასაბუთებულად უნდა ასახავდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზეზებს.“.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა და ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციული ბანკი მოვალეა უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე კომერციული ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.

3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობაზე და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკების კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ საწესდებო კაპიტალის შევსება (ფორმირება) არაფულადი ფორმით.

2. არც ერთ კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების უკუგამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორებების შეუტანლად.“.

9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კომერციული ბანკების საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა

1. კომერციული ბანკის არც ერთ აქციონერს ან ერთობლივად მოქმედ აქციონერთა ჯგუფს არ აქვს უფლება ფლობდეს და განკარგავდეს წილის იმ ოდენობას, რომელიც აღემატება კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის 25 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ წილის ისეთი მფლობელისათვის, რომელსაც აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია და თავად წარმოადგენს ბანკს.

2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა უმეტეს 20 პროცენტს, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დარღვეულ იქნა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმოები – საბროკერო კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში და ფლობდეს მასში წილს შეუზღუდავი ოდენობით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.

3. მე-2 პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილის ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს.

4. კომერციული ბანკის აქციების 5 პროცენტის ან მეტი წილის შეძენის ან ასეთი წილის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ამ ოდენობის წილის მფლობელი პირი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 15 დღისა, წერილობით აცნობოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას და საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკის აქციების 5 პროცენტის ან მეტი წილის მფლობელი პირი კარგავს ხმის უფლებას კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებაზე.“.

10. მე-13–16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს და სარევიზიო კომისიას. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

    მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას კომერციული ბანკის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.

3. კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დაუნიშნოს ხელფასი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან უნდა გამოყვანილ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სამზე მეტ საწარმოში;

ბ) არის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან სარევიზიო კომისიის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სხვა რომელიმე კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში;

გ) არის ბანკის მოსამსახურე;

დ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად.

5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს:

ა) ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა;

ბ) საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა და დამტკიცება;

გ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცება;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბანკის უარი ან კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუნარიანია ან გაკოტრების თავიდან აცილების ანდა საბანკო საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, ბანკის ადმინისტრატორთა ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი მოქმედებენ აქციონერთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად, უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და ბანკის დირექტორატისათვის სახელმძღვანელოდ საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება.

8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება.

    მუხლი 15. დირექტორატი

1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი შედგება 3 დირექტორისაგან მაინც, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც:

ა) ვერ აკმაყოფილებს ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს;

ბ) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანდა სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი;

გ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;

დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად;

ე) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

ვ) არის ამ ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.

3. კომერციული ბანკის დირექტორატს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.

    მუხლი 16. სარევიზიო კომისია და შიდა კონტროლი

1. კომერციულ ბანკს უნდა ჰყავდეს სარევიზიო კომისია, რომელიც უნდა შედგებოდეს 3 წევრისაგან მაინც და რომლებსაც ირჩევს აქციონერთა საერთო კრება 4 წლის ვადით. მათი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

2. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ამ ან სხვა კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში.

3. სარევიზიო კომისიის უფლება-მოვალეობანია:

ა) დაუწესოს კომერციულ ბანკს აღრიცხვისა და სააღრიცხვო კონტროლის შესაბამისი წესები, განახორციელოს მათი დაცვის ზედამხედველობა და შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით ჩაატაროს ბანკის ანგარიშგებისა და საბუღალტრო ჩანაწერების რევიზია;

ბ) თვალყური ადევნოს ბანკის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას;

გ) დაამტკიცოს ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება და ორგანიზება გაუკეთოს ბანკში შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციონირებას;

დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის ობიექტურობა და დამოუკიდებლობა სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატისაგან;

ე) დაამტკიცოს შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო გეგმა მომავალი ფისკალური წლისათვის, რომელიც, როგორც წესი, უნდა მოიცავდეს ბანკის შესაბამისი სტრუქტურების მიერ საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, საანგარიშსწორებო, სააღრიცხვო და სხვა სახის საქმიანობის რისკების მართვისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კონტროლს;

ვ) განიხილოს შიდა აუდიტის სამსახურის კვარტალური მოხსენებები, დაამტკიცოს და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს წარუდგინოს აუდიტორული გამოკვლევები და რეკომენდაციები;

ზ) ზედამხედველობა გაუწიოს შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობას, მისი საქმიანობის კვარტალურ და წლიურ სამუშაო გეგმასთან შესაბამისობას;

თ) შეაფასოს შიდა აუდიტის სამსახურის დირექტორის და ცალკეული აუდიტორების მიერ გაწეული მუშაობა.

4. სარევიზიო კომისია იკრიბება კვარტალში ერთხელ მაინც, ხოლო საგანგებო შემთხვევებში – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც კენჭისყრის დროს თავის შეკავების უფლება არ აქვთ.

5. კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია სარევიზიო კომისიის წევრებს დაუნიშნოს ხელფასი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.”.

11. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების, ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეთ ამ ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.

12. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები „ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების“ შეიცვალოს სიტყვით „ბანკების“, მეორე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან საკრედიტო დაწესებულებას“, ხოლო მე-2 პუნქტიდან – სიტყვები „და სხვა საკრედიტო დაწესებულებები“.

13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი:

ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა;

ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით;

გ) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;

დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება;

ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით);

ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე;

ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება;

თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით;

ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;

კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სხვა საკრედიტო დაწესებულებები“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწესდებო და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

ბ) კომერციული ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“;

ბ.ბ) „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში სიტყვა „კაპიტალის“ წინ დაემატოს სიტყვა „საზედამხედველო“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობასთან, ამასთან, ყველა შემთხვევაში ბანკები ინარჩუნებენ ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლებას;“;

გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აქტივების და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, ასევე ის ვადები და პირობები, რომლითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა.“.

გ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტების და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარებალანსური და სხვების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებსა ან ძვირფას ქვებში.“.

15. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. კომერციული ბანკს არ აქვს უფლება რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება.“.

16. 23-ე მუხლის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სხვა საკრედიტო დაწესებულებები“.

17. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებულ პირთათვის სესხის მიცემა ან ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევა სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულების ან რაიმე სხვა პირობების მიუხედავად.“.

19. კანონს დაემატოს თავი IV1 და მუხლი 251:

„თავი IV1

კომერციული ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგიერთი დავის განხილვის თავისებურება

    მუხლი 251. იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული დავის განხილვა

1. იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული კომერციული ბანკების განცხადებები პირველი ინსტანციის წესით განიხილება საოლქო სასამართლოს მიერ არა უგვიანეს 20 დღისა განცხადების შეტანის დღიდან.

2. იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 10 დღის ვადაში მხოლოდ საკასაციო წესით.“.

20. 26-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სხვა საკრედიტო დაწესებულებები, აგრეთვე“, ხოლო სიტყვები „მიღებული საბუხჰალტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საერთშორისო საბუღალტრო“.

21. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. გარე აუდიტი

1. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარე აუდიტორული შემოწმება.

2. ყოველი კომერციული ბანკი ვალდებულია გარე აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს შემოწმების სრული ანგარიში და ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარე აუდიტორული დასკვნა.“.

22. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „ანგარიშები“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სახსრები“, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკების აქციონერების, მაკონტროლებელი პირების და ადმინისტრატორების შესახებ, ასევე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციული ბანკების, მათი ადმინისტრატორების და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები და სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაუშვა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევათაგანი:“;

ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „წერილობითი მითითებები“;

ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა (ქმედება) და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების (ქმედებების) აღმოსაფხვრელად;“;

ბ.გ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა კომერციულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორთა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა კომერციულ ბანკს ან დაუშვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ბანკის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;“;

ბ.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“–„კ“ ქვეპუნქტები:

„ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათი აღმოფხვრისათვის აუცილებელი ზომების მისაღებად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასის გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირებისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას თან უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს;

კ) გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.“.

24. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 32-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „ადმინისტრატორის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(ადმინისტრატორების)“, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან საკრედიტო დაწესებულების“.

26. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „გამოქვეყნების“ შეიცვალოს სიტყვით „მიღების“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დროებითი ადმინისტრაციის ბრალეული ქმედებით კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

27. 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების, ბანკის მოსამსახურეთა გათავისუფლების ჩათვლით. აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებაა მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, ბანკის კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გასხვისება სხვა ბანკზე.

2. კომერციული ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს ბანკის გაჯანსაღების მიზნით ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად.“.

28. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება

დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.“.

29. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

30. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.“;

ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუკეთოს ასეთი ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში;

გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი;

ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და “ე” ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებული კომერციული ბანკები უნდა გარდაიქმნან სააქციო საზოგადოებებად.

    მუხლი 3

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადოს ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდება კომერციული ბანკის დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 23 ოქტომბერი.

№1115–Iს