დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3932-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.05.001.102195 |
|
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ2“ ქვეპუნქტი: „ა.ვ2) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3716 მუხლი: „მუხლი 3716. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის პროცესის წარმოება თუ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორია, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3932-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები