„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 163, 03/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.000.131
  • Word
163
21/03/1996
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 163, 03/04/1996
220.020.000.05.001.000.131
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1.„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ თვით ანგარიშის მფლობელებს, მათ ზემდგომებსა და წარმომადგენლებს. ასეთი ცნობები საგადასახადო სამსახურებს, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 21 მარტი.

№163-IIს