სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2937
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 05/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.364
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2937
12/08/2003
სსმ, 26, 05/09/2003
210.020.100.05.001.001.364
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2023 - 01/11/2023)

საქართველოს კანონი

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25

    მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

    მუხლი 3. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი

ალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით იბეგრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25

    მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.

3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

    მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284

    მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები

1. სადაზღვევ ო საქმიანობის ლიცენზიებისათვის:

ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 500 ლარი;

გ) გადაზღვევა – 500 ლარი;

[ დ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია − 500 ლარი.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

2. საბანკო საქმიანობის, მიკრობანკის საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:

ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი;

ბ) მიკრობანკის საქმიანობა − 100 000 ლარი;

გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობა – 10 000 ლარი.

21. ლიცენზიის მაძიებელი (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), რომელსაც სურს დროებითი ბანკის დაფუძნება, თავისუფლდება საბანკო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა:

ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი;

ბ) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა – 10 000 ლარი;

გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000 ლარი;

დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000 ლარი;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000 ლარი;

ი) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა – 5 000 ლარი.

4. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:

ა) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ბ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

გ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

დ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ე) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ვ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ზ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

თ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ი) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

კ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ლ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

მ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ნ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ო) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

პ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ჟ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

რ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ს) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ტ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

უ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ფ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ქ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ღ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ყ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

შ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ჩ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ც) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ძ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

წ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ჭ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი;

1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;

2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;

3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;

4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;

5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;

[ 6 ) ადამიანის სისხლის კომპონენტის (პლაზმის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო საშუალების საწარმოებლად) საქართველოდან ექსპორტის ლიცენზია − 112 ლარი;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ჯ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

ჰ) (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

1 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

2 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

3 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

4 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

5 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

6 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

7 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

8 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

9 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

10 (ამოღებულია – 21.07.2010, №3552);

5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა:

ა) საპროექტო საქმიანობა:

ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;

ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;

ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა –ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;

ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;

ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი;

ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;

ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;

ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი;

ა.ი) (ამოღებულია);

ბ) სამშენებლო საქმიანობა:

ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;

ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.ი)   სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;

ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები­ – 200 ლარი.

6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.

7. აუდიტორული საქმიანობა:

ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი;

ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი.

8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება:

ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი;

ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი.

9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება:

ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100 ლარი;

ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100 ლარი;

გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი.

91. სამხედ რო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა:

ა) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი;

ბ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი;

გ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი.

92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია −  700 ლარი.

10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი.

11. (ამოღებულია).

12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი .

121. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.

13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350).

14. მაუწყებლობი სა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობა:

ა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;

ბ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;

გ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548);

დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი.

141. ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია – 200 ლარი.

15. ბიოლოგიურ ი პესტიციდების წარმოება – 280 ლარი.

16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში):

) ნავთ ობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა  ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი;

ა.ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი;

ბ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი;

გ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი;

დ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი.

17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა):

ა) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954);

ბ) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954);

გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი;

დ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი;

ე) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი;

ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი;

ზ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.

18. (ამოღებულია).

19. (ამოღებულია).

20. (ამოღებულია).

21. (ამოღებულია).

22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა:

ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი;

ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი;

გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი.

23.(ამოღებულია);

24. (ამოღებულია);

25. (ამოღებულია);

251. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.

26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.

27. კერძო დაცვითი საქმიანობის იცენზია – 50000 ლარი.

28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლ იცენზია − 500 ლარი.

საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1070-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.69
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1846-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.289
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3175-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.119
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი, №3244-სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.181
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3381-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.209
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3392-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3496-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.252
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3834-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.315
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4234-სსმI, №50,30.12.2006წ., მუხ.385
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4206-სსმI, №2, 04.01.2007წ., მუხ.25
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4315-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.58
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4521-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №538-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №825-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.303
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3534-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.308
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №53 50 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5548 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5652 – ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2426 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 18  სექტემბრის კანონი №2659 - ვებგვერდი, 02.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №490 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1906 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5723 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5954 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2393 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2612 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3342 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

    მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები

1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი.

2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი.

3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ებართვა – 50 ლარი.

31. არქეოლოგიური სამუშაოების ებართვა – 50 ლარი.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა:

ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;

ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი;

გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი;

დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი;

ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი;

ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%.

5. (ამოღებულია);

6. (ამოღებულია - 01.06.2017, №896).

6 1 . (ამოღებულია);

6 2 . (ამოღებულია);

[ 6 3 . ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა − 100 ლარი.

6 4 . ზედაპირული  წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა − 100 ლარი.

6 5 . ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა − 200 ლარი.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1  სექტემბრიდან)]

7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი.

8. (ამოღებულია - 29.12.2006, №4202).

9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი.

10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:

ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;

გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი;

) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ე) ს ამორინეს მოწყობა:

ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარისა;

ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი;

ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით;

[ ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი;

თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი;

ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000 ლარი;

კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში  100 000 ლარი;

ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − წელიწადში 100 000 ლარი.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

102. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიან სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

103. ამ მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

104. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30%- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში.

105. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.

106. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.

107. ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან.

108. ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან.

109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;

ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).

1010. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა − 15 000 ლარი.

1011. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.

11. (ამოღებულია).

111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი.

112. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი.

12. (ამოღებულია - 13.04.2016, №4954).

121. რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი.

[12 1 . რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენის ნებართვა − 20 ლარი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან) ]

122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი.

[12 2 . რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა − 40 ლარი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან) ]

123. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი.

13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებ ის, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:

ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:

ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი;

გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის და ტექნიკური დახმარების ნებართვა – 30 ლარი;

1) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა – 700 ლარი;

დ) (ამოღებულია - 13.04.2016, №4954);

ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);

ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);

ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი.

131. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა − 700 ლარი.

132. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა − სათანადო გარიგების ღირებულების შესაბამისი განაკვეთი:

ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე ღირებულების გარიგებისთვის − ღირებულების 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გარიგებისთვის – ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა.

[13 3 . ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − 5 000 ლარი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

14. (ამოღებულია - 09.06.2006, №3244).

15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.

151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი.

152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.

153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.

154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.

155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.

156. იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:

ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;

ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.

157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი.

158. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.

159. (ამოღებულია - 31.05.2023, №3103).

1510. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.

1511. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.

1512. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) თავისუფლდება ამ მუხლის 156 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.

16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ებართვა – 14 ლარი.

17. (ამოღებულია - 25.11.2004, №603).

18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა:

ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი;

ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%.

19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი.

20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი.

21. (ამოღებულია - 09.12.2004, №661) .

22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი.

23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.

24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი.

25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი.

26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი.

261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი.

27. (ამოღებულია).

28. (ამოღებულია).

29. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930);

30. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930)

[ 31. აკვაკულტურის ნებართვა − 200 ლარი.

32. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი№286-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.111
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი№603-სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.165
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №661-სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.183
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1070-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.69
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1178-სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.95
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1185-სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.100
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2238-სსმI, №54, 20.12.2005წ., მუხ.359
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი, №3244-სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.181
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3246-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3496-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.252
საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3767-სსმI, №45, 09.12.2006წ., მუხ.306
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3834-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.315
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4234-სსმI, №50,30.12.2006წ., მუხ.385
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4249-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4202-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4206-სსმI, №2, 04.01.2007წ., მუხ.25
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.144
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5607-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.409
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5922-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.42
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №873-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №970-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.342
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1176-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.50
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1590-სსმI, №26, 27.08.2009წ., მუხ.153
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2002-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.266
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2913-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.114
საქართველოს 2010 წლის 2ივლისის კანონი №3287-სსმI, №38, 16.07.2010წ., მუხ.230
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3373-სსმI, №40, 20.07.2010წ., მუხ.251
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3961-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.441
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4124-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.485
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4529-ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №47 19 - ვებგვერდი, 03.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4862-ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5122 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5248 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №53 50 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5451 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5548 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5915 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5945 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6055 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2426 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4954 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №896 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1110 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1930 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3239 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5723 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6413 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6489 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2586 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3103 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3383 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3282 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3288 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3425 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

    მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე-7 მუხლის 109  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.

3. (ამოღებულია - 01.06.2017, №896).

4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5607-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.409
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5927 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №896 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1930 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის  101 და 10პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

[ 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტებითა და 10 11  პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის  10 1  და 10 2   პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 7  და 10 8  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტებითა და 10 4 −10 6 და 10 11  პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სამორინის მოწყობის ნებართვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების  ნებართვა.

2 1 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

7. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5922-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.42
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5122 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5248 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5451 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6055 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6489 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2586 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

    მუხლი 10. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი ესით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №887-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.41

    მუხლი 11. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

    მუხლი 111. გარდამავალი დებულება

1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბ-რძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვროს პირობები, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად.

საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი№286-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.111
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2002-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.266

    მუხლი 12. დასკვნითი დებულება

ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონები.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 12 აგვისტო.

№2937-რს

86. 19/07/2024 - საქართველოს კანონი - 4382-XVრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/07/2024 85. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3797-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2023 84. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3881-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 83. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3717-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 82. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3617-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 81. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3425-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 80. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3342-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 79. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3288-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/07/2023 78. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3282-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2023 77. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3383-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 76. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3103-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 75. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2612-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 74. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2586-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 73. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2393-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 72. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6489-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 71. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6413-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 70. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5954-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 69. 19/02/2020 - საქართველოს კანონი - 5723-IIს - ვებგვერდი, 24/02/2020 68. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5666-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 67. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3239-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 66. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1930-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1906-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 64. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1110-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 63. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 896-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 62. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 490-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 61. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4954-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 60. 18/09/2014 - საქართველოს კანონი - 2659-Iს - ვებგვერდი, 02/10/2014 59. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2426-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 58. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6545-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 57. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6214-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 56. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6055-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5945-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 54. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5927-Iს - ვებგვერდი, 03/04/2012 53. 20/03/2012 - საქართველოს კანონი - 5915-რს - ვებგვერდი, 23/03/2012 52. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5652-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 51. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5548-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 50. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5451-IIს - ვებგვერდი, 111222018, 22/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5350-IIს - ვებგვერდი, 111206012, 06/12/2011 48. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5248-IIს - ვებგვერდი, 111122015, 22/11/2011 47. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5122-IIს - ვებგვერდი, 111019016, 19/10/2011 46. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4862-რს - ვებგვერდი, 110706008, 06/07/2011 45. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4934-რს - ვებგვერდი, 110630019, 30/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 31/05/2011 - საქართველოს კანონი - 4719-Iს - ვებგვერდი, 110603008, 03/06/2011 43. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4529-Iს - ვებგვერდი, 110502027, 02/05/2011 42. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4124-რს - სსმ, 75, 27/12/2010 41. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3961-IIს - სსმ, 73, 23/12/2010 40. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 39. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3534 - სსმ, 47, 05/08/2010 38. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3552 - სსმ, 46, 04/08/2010 37. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3373 - სსმ, 40, 20/07/2010 36. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3287 - სსმ, 38, 16/07/2010 35. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2913 - სსმ, 20, 19/04/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 06/11/2009 - საქართველოს კანონი - 2002 - სსმ, 35, 19/11/2009 33. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1590 - სსმ, 26, 27/08/2009 32. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1176 - სსმ, 12, 29/06/2009 31. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 970 - სსმ, 41, 30/12/2008 30. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 873 - სსმ, 41, 30/12/2008 29. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 825 - სსმ, 41, 30/12/2008 28. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 538 - სსმ, 34, 04/12/2008 27. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5922 - სსმ, 7, 26/03/2008 26. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5900 - სსმ, 6, 25/03/2008 25. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5607 - სსმ, 47, 26/12/2007 24. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4714 - სსმ, 18, 22/05/2007 23. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4521 - სსმ, 9, 31/03/2007 22. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4315 - სსმ, 4, 12/01/2007 21. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4206 - სსმ, 2, 04/01/2007 20. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4202 - სსმ, 1, 03/01/2007 19. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4249 - სსმ, 50, 30/12/2006 18. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4234 - სსმ, 50, 30/12/2006 17. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3834 - სსმ, 48, 22/12/2006 16. 24/11/2006 - საქართველოს კანონი - 3767 - სსმ, 45, 09/12/2006 15. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3496 - სსმ, 35, 03/08/2006 14. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3392 - სსმ, 26, 14/07/2006 13. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3381 - სსმ, 26, 14/07/2006 12. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3246 - სსმ, 24, 29/06/2006 11. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3244 - სსმ, 22, 16/06/2006 10. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3175 - სსმ, 17, 30/05/2006 9. 09/12/2005 - საქართველოს კანონი - 2238 - სსმ, 54, 20/12/2005 8. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1846 - სსმ, 41, 19/07/2005 7. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1185 - სსმ, 15, 19/04/2005 6. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1178 - სსმ, 15, 19/04/2005 5. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1070 - სსმ, 11, 29/03/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 887 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 661 - სსმ, 38, 24/12/2004 2. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 603 - სსმ, 36, 08/12/2004 1. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 286 - სსმ, 20, 16/07/2004