„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 24/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.615
  • Word
661
09/12/2004
სსმ, 38, 24/12/2004
210.020.100.05.001.001.615
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქარ-თველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 05.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში:

ა) ყურძნის გადამუშავება და ღვინომასალების დამზადება – 200 ლარი;

ბ) მშრალი ღვინის დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

გ) სუფრის ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

დ) ნატურალური ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

ე)   ცქრიალა ღვინის დამზადება – 200 ლარი;

ვ)   შუშხუნა ღვინის დამზადება – 200 ლარი;

ზ)   შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

თ) ბრენდის სპირტის გამოხდა ან/და დავარგება – 200 ლარი;

ი) ბრენდის დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

კ) ნედლი სპირტის დამზადება – 200 ლარი;

ლ) სპირტი რექტიფიკატის დამზადება – 200 ლარი;

მ) არყის დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

ნ) ლიქიორის, ნაყენებისა და მაგარი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

ო) ეთილის სპირტის გამოყენებით დაბალალკოჰოლიანი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

პ)  ხილკენკროვანი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

ჟ)  ძმრის დამზადება ან/და ჩამოსხმა – 200 ლარი;

რ) ლუდის წარმოება – 200 ლარი;

ს) ალაოსა და სვია პროდუქტების წარმოება – 200 ლარი;

ტ) ბურახის წარმოება – 200 ლარი;

უ) წყლის წარმოება – 200 ლარი;

ფ) მინერალური წყლის წარმოება – 200 ლარი;

ქ)  უალკოჰოლო სასმელების წარმოება – 200 ლარი;

ღ) ვაჟინისა და უალკოჰოლო სასმელების  ნახევარფაბრიკატების  წარმოება – 200 ლარი;

ყ) ნახშირორჟანგის წარმოება გაზირებული სასმელებისათვის – 200 ლარი;

შ) ჩაის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ჩ) ყავის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ც) ფქვილის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ძ) ბურღულეულის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

წ) მაკარონის ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ჭ) პურ-ფუნთუშეულის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ხ) მარცვლეულისა და მარცვლოვანი პარკოსნების დაფასოება – 200 ლარი;

ჯ) შაქრის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

ჰ) თაფლის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

1) სახამებელ-ბადაგის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

2) შაქროვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

3) ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

4) ხილის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

5) ბოსტნეულის და სოკოს გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

6) კაკლოვანი კულტურის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

7) ხორცის გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

8) ხორცის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

9) ხორცის და ხორც-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება – 200 ლარი;

10) კვერცხის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

11) რძის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

12) ცხოველური ცხიმების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

13) ნაყინის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

14) ყველის წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

15) მცენარეული ზეთების (ზეთი, მარგარინი, მაიონეზი) წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

16) თევზისა და  ზღვის სხვა   პროდუქტების   გადამუშავება  ან/და დაფასოება – 200 ლარი;

17) საგემოვნო პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

18) საკვებდანამატების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

19) თამბაქოს გადამუშავება ან/და დაფასოება – 200 ლარი;

20) ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება – 200 ლარი.“.

2. მე-7 მუხლის 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

     მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

 თბილისი,

 2004 წლის 9 დეკემბერი.

 №661–IIს