დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3797-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.102127 |
|
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა − 500 ლარი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა − 500 ლარი. 12. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა – 1 500 ლარი.“. 2. 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2025 წლის 1 მაისამდე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთია 100 ლარი.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3797-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები