დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3103-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.020890 |
|
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის:
ა) მე-15 და 151 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი.“; ბ) 153 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.“; გ) 156 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „156. იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა: ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი; ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.“; დ) 158 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „158. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.“; ე) 159 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 159 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1510−1512 პუნქტები: „1510. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. 1511. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. 1512. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) თავისუფლდება ამ მუხლის 156 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.“. მუხლი 2. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მოპოვებისას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3103-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები