დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 970 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.003.464 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა:
ა) წამახალისებელი გათამაშების, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – 15 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა:
ბ.ა) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ტერიტორიაზე – 20 000 ლარი;
ბ.ბ) სხვა ტერიტორიაზე – 12 000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის მოწყობა:
გ.ა) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
გ.ბ) სხვა ტერიტორიაზე – 20 000 ლარი;
დ) სამორინეს მოწყობა:
დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებისა და წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;
დ.ბ) ქ.ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – 250 000 ლარი.
101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№970–რს
დოკუმენტის კომენტარები