დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2937 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 05/09/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.001.364 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/06/2020 - 15/12/2022)
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.
მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.
მუხლი 3. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი
ს ალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით იბეგრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა.
მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.
2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა.
მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები
1. სადაზღვევ ო საქმიანობის ლიცენზიებისათვის:
ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 500 ლარი;
გ) გადაზღვევა – 500 ლარი.
2. საბანკო საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა – 10 000 ლარი.
21. ლიცენზიის მაძიებელი (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), რომელსაც სურს დროებითი ბანკის დაფუძნება, თავისუფლდება საბანკო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა:
ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი;
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა – 10 000 ლარი;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000 ლარი;
დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000 ლარი;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000 ლარი;
ი) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა – 5 000 ლარი.
4. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
ბ.ა) (ამოღებულია);
ბ.ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
გ.ა) (ამოღებულია);
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ე.ა) (ამოღებულია);
ე.ბ) (ამოღებულია);
ე.გ) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) (ამოღებულია);
ვ.ბ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
თ.ა) (ამოღებულია);
თ.ბ) (ამოღებულია);
თ.გ) (ამოღებულია);
თ.დ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
ი.ა) (ამოღებულია);
ი.ბ) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია);
კ.ა) (ამოღებულია);
კ.ბ) (ამოღებულია);
ლ) (ამოღებულია);
ლ.ა) (ამოღებულია);
ლ.ბ) (ამოღებულია);
მ) (ამოღებულია);
მ.ა) (ამოღებულია);
მ.ბ) (ამოღებულია);
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
ო.ა) (ამოღებულია);
ო.ბ) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია);
ჟ.ა) (ამოღებულია);
ჟ.ბ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
რ.ა) (ამოღებულია);
რ.ბ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ს.ა) (ამოღებულია);
ს.ბ) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
უ.ა) (ამოღებულია);
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) (ამოღებულია);
უ.დ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ფ.ა) (ამოღებულია);
ფ.ბ) (ამოღებულია);
ფ.გ) (ამოღებულია);
ფ.დ) (ამოღებულია);
ქ) (ამოღებულია);
ღ) (ამოღებულია);
ღ.ა) (ამოღებულია);
ღ.ბ) (ამოღებულია);
ყ) (ამოღებულია);
ყ.ა) (ამოღებულია);
ყ.ბ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ჩ.ა) (ამოღებულია);
ჩ.ბ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ც.ა) (ამოღებულია);
ც.ბ) (ამოღებულია);
ც.გ) (ამოღებულია);
ც.დ) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია);
წ) (ამოღებულია);
ჭ) (ამოღებულია);
ჭ.ა) (ამოღებულია);
ჭ.ბ) (ამოღებულია);
ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი;
ხ1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ჯ) (ამოღებულია);
ჰ) (ამოღებულია);
ჰ.ა) (ამოღებულია);
ჰ.ბ) (ამოღებულია);
ჰ 1 ) (ამოღებულია);
ჰ 1 .ა) (ამოღებულია);
ჰ 1 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 2 ) (ამოღებულია);
ჰ 2 .ა) (ამოღებულია);
ჰ 2 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 ) (ამოღებულია);
ჰ 3 .ა) (ამოღებულია);
ჰ 3 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 .გ) (ამოღებულია);
ჰ 3 .დ) (ამოღებულია);
ჰ 4 ) (ამოღებულია);
ჰ 4 .ა) (ამოღებულია);
ჰ 4 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 5 ) (ამოღებულია);
ჰ 5 .ა) (ამოღებულია);
ჰ 5 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 6 ) (ამოღებულია);
ჰ 6 .ა) (ამოღებულია);
ჰ 6 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 7 ) (ამოღებულია);
ჰ 7 .ა) (ამოღებულია);
ჰ 7 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ 8 .ა) (ამოღებულია);
ჰ 8 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 9 ) (ამოღებულია);
ჰ 9 .ა) (ამოღებულია);
ჰ 9 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 10 ) (ამოღებულია);
ჰ 10 .ა) (ამოღებულია);
ჰ 10 .ბ) (ამოღებულია);
5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა:
ა) საპროექტო საქმიანობა:
ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;
ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;
ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა –ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი;
ა.ი) (ამოღებულია);
ბ) სამშენებლო საქმიანობა:
ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;
ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები – 200 ლარი.
6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
7. აუდიტორული საქმიანობა:
ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი;
ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი.
8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება:
ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი;
ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი.
9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება:
ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100 ლარი;
ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100 ლარი;
გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი.
91. სამხედ რო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა:
ა) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი;
ბ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი;
გ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი.
92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია − 700 ლარი.
10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი.
11. (ამოღებულია).
12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი .
121. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.
13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350).
14. მაუწყებლობი სა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობა:
ა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;
ბ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;
გ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548);
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი.
141. ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია – 200 ლარი.
15. ბიოლოგიურ ი პესტიციდების წარმოება – 280 ლარი.
16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში):
ა) ნავთ ობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:
ა.ა ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი;
ა.ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი;
ბ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი;
გ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი;
დ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი;
ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი.
17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა):
ა) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954);
ბ) (ამოღებულია - 22.05,2020, №5954);
გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი;
დ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი;
ე) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი;
ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი;
ზ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი.
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა:
ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი;
ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი;
გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი.
23.(ამოღებულია);
24. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია);
251. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
27. კერძო დაცვითი საქმიანობის ლ იცენზია – 50000 ლარი.
28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლ იცენზია − 500 ლარი.
მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები
1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი.
2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი.
3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნ ებართვა – 50 ლარი.
31. არქეოლოგიური სამუშაოების ნ ებართვა – 50 ლარი.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა:
ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;
ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი;
გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი;
დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი;
ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი;
ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%.
5. (ამოღებულია);
6. (ამოღებულია - 01.06.2017, №896).
6 1 . (ამოღებულია);
6 2 . (ამოღებულია);
7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი.
8. (ამოღებულია).
9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი.
10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;
გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი;
დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ე) ს ამორინეს მოწყობა:
ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარისა;
ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი;
ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით.
101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
102. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
103. ამ მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
104. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30%- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში.
105. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.
106. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.
107. ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან.
108. ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან.
109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;
ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).
1010. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა − 15 000 ლარი.
1011. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.
11. (ამოღებულია).
111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი.
112. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი.
12. (ამოღებულია - 13.04.2016, №4954).
121. რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი.
122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი.
123. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი.
13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი;
გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის და ტექნიკური დახმარების ნებართვა – 30 ლარი;
გ1) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა – 700 ლარი;
დ) (ამოღებულია - 13.04.2016, №4954);
ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი.
131. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა − 700 ლარი.
132. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა − სათანადო გარიგების ღირებულების შესაბამისი განაკვეთი:
ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე ღირებულების გარიგებისთვის − ღირებულების 0.5%;
ბ) 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გარიგებისთვის – ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა.
14. (ამოღებულია).
15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი.
152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:
ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;
ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.
157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი.
158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.
159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.
16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნ ებართვა – 14 ლარი.
17. (ამოღებულია).
18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა:
ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი;
ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%.
19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი.
20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი.
21. (ამოღებულია).
22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი.
23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი.
25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი.
26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი.
261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი.
27. (ამოღებულია).
28. (ამოღებულია).
29. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930);
30. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930).
[ 31. აკვაკულტურის ნებართვა − 200 ლარი.
32. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
3. (ამოღებულია - 01.06.2017, №896).
4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930).
მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.
22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
7. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 10. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წ ესით.
მუხლი 11. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 111. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბ-რძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვროს პირობები, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად.
ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონები.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 12 აგვისტო.
№2937-რს
დოკუმენტის კომენტარები