დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6489-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.019923 |
|
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1011 პუნქტი: „1011. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. 21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2020 წ. N6489-IIს |
დოკუმენტის კომენტარები