„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6055-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016688
  • Word
6055-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
210020100.05.001.016688
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით .“;

ბ) 105  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 106 −108   პუნქტები:

106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.

107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .

108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .“.

2. მე-9 მუხლის მე-2 და 21  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 7  და 10 8  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105  და 106  პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

21 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 მაისამდე დაადგინოს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6055- I