დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5915-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.016628 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის :
ა) 121 და 122 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 121 . რადიოაქტიური მასალების შეძენის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი.
122 . რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი.“;
ბ) 122 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 პუნქტი:
„123 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 20 მარტი.
№5915 –რს
დოკუმენტის კომენტარები