დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5922 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.003.161 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თავისუფალი საწყობის საქმიანობა – 250 ლარი თავისუფალი საწყობის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობისა და ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვისა, რომელზედაც სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თანაბარზომიერი ოდენობებით არა უგვიანეს ნებართვის აღების დღიდან 12 თვისა. ამასთანავე, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის პირველი ნაწილის გადახდა მოხდება ნებართვის აღებამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5922–Iს
დოკუმენტის კომენტარები