დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3552 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.004.146 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა.“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა“–„ჭ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი;“;
გ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“–„ხ5“ ქვეპუნქტები:
„ხ1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;“;
დ) „ჯ“–„ჰ10“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი:
„261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3552–რს
დოკუმენტის კომენტარები