დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1178 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 19/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.001.754 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ.195) მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში:
ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერ-ნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე გაცემული ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან – 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა;
ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა:
ბ.ა) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე – 100 ლა-რი;
ბ.ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე – 100 ლარი;
გ) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა:
გ.ა) ხე-ტყის ექსპორტი – 18 ლარი;
დ) შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა:
დ.ა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვა – 30 ლარი;
დ.ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი;
ე) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა:
ე.ა) გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების იმპორტი – 165 ლარი;
ე.ბ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდების იმპორტი – 560 ლარი;
ე.გ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდების ექსპორტი – 520 ლარი;
ვ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – 600 ლარი;
ზ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა:
ზ.ა) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი – 50 ლარი;
ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის, ტყავი, მატყლი, ქურქ-ბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი – 30 ლარი;
ზ.გ) ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი – 50 ლარი;
ზ.დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი – 50 ლარი;
თ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და აგროქიმიკატების იმპორტის ნებართვა – 32 ლარი;
ი) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 25 ლარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 მარტი.
№1178–Iს
დოკუმენტის კომენტარები