„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5248-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111122015, 22/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016469
  • Word
5248-IIს
08/11/2011
ვებგვერდი, 111122015, 22/11/2011
210020100.05.001.016469
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:

ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა – 15 000 ლარი;

ბ)  სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;

გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში  15 000 ლარი;  

) ტოტალიზატორის მოწყობა – წელიწადში:

.ა) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;

.ბ) სხვა ტერიტორიაზე – 20 000 ლარი;

) სამორინეს მოწყობა –  წელიწადში:

 .ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;

.ბ) ქ. ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში  – 250 000 ლარი.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან სანებართვო მოსაკრებლები გადაიხადო ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის    მე-10 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით და 104 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.

21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5248–II