დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2937 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 05/09/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.001.364 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/05/2014 - 18/09/2014)
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ
ეს კანონი , საქართველოს კონსტიტუციის 94- ე მუხლის , „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ “ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონების შესაბამისად , განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის , აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს , მათი გადახდევინების წესსა და ვადებს .
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900-სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25
მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით , სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
მუხლი 3. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით იბეგრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა .
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900-სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25
მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.
2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900-სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284
მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები
1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიებისათვის :
ა ) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი ;
ბ ) დაზღვევა (არა სიცოცხლის ) – 500 ლარი ;
გ ) გადაზღვევა – 500 ლარი .
2. საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა :
ა ) საბანკო საქმიანობა – 500 ლარი ;
ბ ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა – 10 ლარი .
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა:
ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 2000 ლარი;
ბ) ცენტრალური დეპოზიტორის (დეპოზიტორის) საქმიანობა – 1000 ლარი;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 500 ლარი;
დ ) საბროკერო საქმიანობა – 700 ლარი ;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 300 ლარი;
ი) სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა – 500 ლარი.
4. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
ბ.ა) (ამოღებულია);
ბ.ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
გ.ა) (ამოღებულია);
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ე.ა) (ამოღებულია);
ე.ბ) (ამოღებულია);
ე.გ) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) (ამოღებულია);
ვ.ბ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
თ.ა) (ამოღებულია);
თ.ბ) (ამოღებულია);
თ.გ) (ამოღებულია);
თ.დ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
ი.ა) (ამოღებულია);
ი.ბ) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია);
კ.ა) (ამოღებულია);
კ.ბ) (ამოღებულია);
ლ) (ამოღებულია);
ლ.ა) (ამოღებულია);
ლ.ბ) (ამოღებულია);
მ) (ამოღებულია);
მ.ა) (ამოღებულია);
მ.ბ) (ამოღებულია);
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
ო.ა) (ამოღებულია);
ო.ბ) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია);
ჟ.ა) (ამოღებულია);
ჟ.ბ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
რ.ა) (ამოღებულია);
რ.ბ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ს.ა) (ამოღებულია);
ს.ბ) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
უ.ა) (ამოღებულია);
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) (ამოღებულია);
უ.დ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ფ.ა) (ამოღებულია);
ფ.ბ) (ამოღებულია);
ფ.გ) (ამოღებულია);
ფ.დ) (ამოღებულია);
ქ) (ამოღებულია);
ღ) (ამოღებულია);
ღ.ა) (ამოღებულია);
ღ.ბ) (ამოღებულია);
ყ) (ამოღებულია);
ყ.ა) (ამოღებულია);
ყ.ბ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ჩ.ა) (ამოღებულია);
ჩ.ბ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ც.ა) (ამოღებულია);
ც.ბ) (ამოღებულია);
ც.გ) (ამოღებულია);
ც.დ) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია);
წ) (ამოღებულია);
ჭ) (ამოღებულია);
ჭ.ა) (ამოღებულია);
ჭ.ბ) (ამოღებულია);
ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი;
ხ1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ჯ) (ამოღებულია);
ჰ) (ამოღებულია);
ჰ.ა) (ამოღებულია);
ჰ.ბ) (ამოღებულია);
ჰ 1 ) (ამოღებულია);
ჰ 1 .ა) (ამოღებულია);
ჰ 1 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 2 ) (ამოღებულია);
ჰ 2 .ა) (ამოღებულია);
ჰ 2 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 ) (ამოღებულია);
ჰ 3 .ა) (ამოღებულია);
ჰ 3 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 .გ) (ამოღებულია);
ჰ 3 .დ) (ამოღებულია);
ჰ 4 ) (ამოღებულია);
ჰ 4 .ა) (ამოღებულია);
ჰ 4 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 5 ) (ამოღებულია);
ჰ 5 .ა) (ამოღებულია);
ჰ 5 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 6 ) (ამოღებულია);
ჰ 6 .ა) (ამოღებულია);
ჰ 6 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 7 ) (ამოღებულია);
ჰ 7 .ა) (ამოღებულია);
ჰ 7 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ 8 .ა) (ამოღებულია);
ჰ 8 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 9 ) (ამოღებულია);
ჰ 9 .ა) (ამოღებულია);
ჰ 9 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 10 ) (ამოღებულია);
ჰ 10 .ა) (ამოღებულია);
ჰ 10 .ბ) (ამოღებულია);
5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა:
ა) საპროექტო საქმიანობა:
ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;
ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;
ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა –ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი;
ა.ი) (ამოღებულია);
ბ) სამშენებლო საქმიანობა:
ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;
ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები – 200 ლარი.
6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
7. აუდიტორული საქმიანობა:
ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი;
ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი.
8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება:
ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი;
ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი.
9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება:
ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100 ლარი;
ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100 ლარი;
გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი.
91. სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება , შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით ) და მისით ვაჭრობა :
ა ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება – 2000 ლარი ;
ბ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით ) – 2000 ლარი ;
გ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი .
10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი.
11. (ამოღებულია).
12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი .
13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350).
14. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობა :
ა ) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ;
ბ ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ;
გ ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548);
დ ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი .
15. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – 280 ლარი .
16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში):
ა) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია :
ა.ა ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი ;
ა.ბ ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი ;
ბ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი ;
გ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი ;
დ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი ;
ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი .
17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა ):
ა) ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია – 200 ლარი ;
ბ) ხე - ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ;
გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ “ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან /და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი ;
დ ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ;
ე) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი ;
ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი ;
ზ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი .
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა:
ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი;
ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი;
გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი.
23.(ამოღებულია);
24. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია);
251. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
27. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია – 50000 ლარი .
28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში გ ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია − 500 ლარი .
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №661-სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.183
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1070-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.69
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1846-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.289
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3175-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.119
საქართველოს 2006 9 ივნისის კანონი, №3244-სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.181
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3381-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.209
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3392-სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.213
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3496-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.252
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3834-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.315
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4234-სსმI, №50,30.12.2006წ., მუხ.385
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4206-სსმI, №2, 04.01.2007წ., მუხ.25
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4315-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.58
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4521-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №538-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №825-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.303
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3534-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.308
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №53 50 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5548 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5652 – ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2426 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები
1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი.
2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი.
3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი .
31. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი .
4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა:
ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;
ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი;
გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი;
დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი;
ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი;
ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%.
5. (ამოღებულია);
6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი .
6 1 . (ამოღებულია);
6 2 . (ამოღებულია);
7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი.
8. (ამოღებულია).
9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი.
10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;
გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი;
დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
ე) სამორინეს მოწყობა :
ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარი სა ;
ე.ბ) ქ ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი ;
ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით .
101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
102 . სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
10 3. ამ მუხლის 10 2 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
104 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის , სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ ისთვის ). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30 %- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში.
105 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.
106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.
107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .
108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .
109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;
ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).
11. (ამოღებულია).
12. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების , ტრანსპორტირების , იმპორტის , ექსპორტის , რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა – 200 ლარი .
121 . რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი.
122 . რადიოაქტიური მასალების , ნედლეულის , რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება , დანადგარების , რომლებიც შეიცა ვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს , ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტ ის, ექსპორტი ს , აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი ს , იმპორტი ს და ტრანზიტი ს ნებართვა – 40 ლარი.
123 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ს ნებართვა – 40 ლარი.
13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი;
გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი;
დ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – 600 ლარი;
ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350);
ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი.
14. (ამოღებულია).
15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი.
152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.
154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:
ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;
ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.
157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი.
158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.
159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.
16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა – 14 ლარი .
17. (ამოღებულია).
18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა:
ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი;
ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%.
19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი.
20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი.
21(ამოღებულია).
22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი.
23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი.
25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი.
26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი.
261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი.
27. (ამოღებულია).
28. (ამოღებულია).
29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე – 500 ლარი.
30. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა – 100 ლარი.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი№286-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.111
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი№603-სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.165
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №661-სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.183
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1070-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.69
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1178-სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.95
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1185-სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.100
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2238-სსმI, №54, 20.12.2005წ., მუხ.359
საქართველოს 2006 9 ივნისის კანონი, №3244-სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.181
საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3246-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3496-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.252
საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3767-სსმI, №45, 09.12.2006წ., მუხ.306
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3834-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.315
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4234-სსმI, №50,30.12.2006წ., მუხ.385
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4249-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4202-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4206-სსმI, №2, 04.01.2007წ., მუხ.25
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.144
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5607-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.409
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5922-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.42
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №873-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №970-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.342
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1176-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.50
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1590-სსმI, №26, 27.08.2009წ., მუხ.153
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2002-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.266
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2913-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.114
საქართველოს 2010 წლის 2ივლისის კანონი №3287-სსმI, №38, 16.07.2010წ., მუხ.230
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3373-სსმI, №40, 20.07.2010წ., მუხ.251
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3552-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.284
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3961-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.441
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4124-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.485
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4529-ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №47 19 - ვებგვერდი, 03.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4862-ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5122 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5248 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №53 50 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5451 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5548 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5915 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5945 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6055 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2426 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ “ საქართველოს კანონის 21- ე მუხლით გათვალისწინებული პირები თავისუფლდებიან გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან .
4. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5607-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.409
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5927 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“− „ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 7 და 10 8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“− „ვ “ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 და 106 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
21 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.
22 . თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვ ის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
7. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5922-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.42
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5122 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5248 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5451 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6055 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6214 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 10. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით .
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №887-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.41
მუხლი 11. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 111. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბ-რძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვროს პირობები, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი№286-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.111
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2002-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.266
ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონები.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 12 აგვისტო.
№2937-რს
დოკუმენტის კომენტარები