„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5723-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.019777
5723-IIს
19/02/2020
ვებგვერდი, 24/02/2020
210020100.05.001.019777
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია −  700 ლარი.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის და ტექნიკური დახმარების ნებართვა – 30 ლარი;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა – 700 ლარი;“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13და 13პუნქტები:

„131. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა − 700 ლარი.

132. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა − სათანადო გარიგების ღირებულების შესაბამისი განაკვეთი:

ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე ღირებულების გარიგებისთვის − ღირებულების 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გარიგებისთვის – ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 თებერვალი 2020 წ.

N5723-IIს