დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5607 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 26/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.003.083 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის 61 და 62 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირები თავისუფლდებიან გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 14 დეკემბერი.
№5607–რს
დოკუმენტის კომენტარები