დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2586-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.020778 |
|
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები: „ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი; თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი; ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000 ლარი; კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი; ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − წელიწადში 100 000 ლარი.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტებითა და 104−106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სამორინის მოწყობის ნებართვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2586-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები