|
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბანკო საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები: ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი; ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა – 10 000 ლარი.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა – 10 000 ლარი; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000 ლარი; დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000 ლარი;“; ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000 ლარი; ი) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა – 5 000 ლარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1906-რს |
დოკუმენტის კომენტარები