დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6214-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.05.001.016743 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონშ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;“;
ბ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) სამორინეს მოწყობა:
ე .ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარისა ;
ე .ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი;“;
გ) 108 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109 პუნქტი:
„109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;
ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22 . თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები.
მუხლი 3. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს 2012 წლის 1 ივლისამდე გადახდილი სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ეთვლება გადახდილად იმ ვადის განმავლობაში, რა ვადისთვისაც ეს მოსაკრებელი იყო გადახდილი.
მუხლი 4
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6214-რს
დოკუმენტის კომენტარები