დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4315 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.100.05.001.002.725 |
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-13 პუნქტის:
ა.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოების სფეროში:“;
ა.ბ) „ა“–„ჰ19“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“ ქვეპუნქტი:
„ჰ21) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოება – 200 ლარი.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – 280 ლარი.“;
გ) 23-ე, 24-ე და 25-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 50 ლარი;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა – 25 ლარი;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4315–რს
დოკუმენტის კომენტარები