„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1846
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.950
  • Word
1846
30/06/2005
სსმ, 41, 19/07/2005
210.020.100.05.001.001.950
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 მუხლი 1.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა.პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.პ) საშუალო სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა, საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება, საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული თრობის შემოწმება და ექსპერტიზა – 100 ლარი;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობა:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია – 300 ლარი:

ა.ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო   საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 100 ლარი;

ა.ბ)  საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო  საქმიანობის  სპეციალური  ლიცენზია –  100 ლარი;

ა.გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის  სპეციალური ლიცენზია – 100 ლარი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია – 500 ლარი;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, გარდა დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობისა – 300 ლარი;

დ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია – 300 ლარი;

ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.“.

     მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

 თბილისი,

 2005 წლის 30 ივნისი.

 №1846–რს