„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5122-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111019016, 19/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016433
  • Word
5122-IIს
13/10/2011
ვებგვერდი, 111019016, 19/10/2011
210020100.05.001.016433
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისა. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამ კანონის მე-7 მუხლის 104 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ყოველწლიური მოსაკრებეი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5122–II