საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 28/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.05.001.003.829
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2440
18/12/2009
სსმ, 47, 28/12/2009
190.020.010.05.001.003.829
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

 

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების და მათ მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.  

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 11. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე.

2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოებისა, აგრეთვე წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა.

    მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

    მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები

1. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის თითოეულმა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:

ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;

ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;

გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე;

დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;

ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.

    მუხლი 6. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები;

ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – მუნიციპალიტეტის ორგანოები;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც:

1.ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

1.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;

1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;

2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც:

2.ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

2.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს;

3) სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო − სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ რეესტრში ასახული, სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული:

3.ა) ცენტრალური ხელისუფლების მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;

3.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;

3.გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;

გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი – ამ მუხლის „ბ 1“/„ბ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2) სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი − ამ მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

1) ცენტრალური ბიუჯეტი – სახელმწიფო ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ1.ა“, „ბ2.ა“ და „ბ3.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

1) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ1.ბ“, „ბ2.ბ“ და „ბ3.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ1.გ“, „ბ2.გ“ და „ბ. გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;

ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;

კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებული ბიუჯეტი – ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული, ამ მუხლის „კ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი;

ლ) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;

მ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით;

ნ) მუნიციპალიტეტი, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;

ო) (ამოღებულია - 14.12.2018, №4017)

პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;

1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;

რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისთვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – მუნიციპალიტეტი;

ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობის ვალის გაანგარიშებისას სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული საწარმო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;

უ) საფინანსო ორგანო – მუნიციპალიტეტის, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის;

ფ) საბიუჯეტო წელი – კალენდარული წელი;

ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი;

ღ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;

ყ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის;

შ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;

ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ბ​3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებულ ანგარიშებზე;

ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – ამ მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებზე მიღება და ანგარიშებიდან გასვლა;

ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;

წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება;

1) პრიორიტეტი − საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებები;

ჭ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისთვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება;

ხ) ქვეპროგრამა − მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა.

 

კარი II.  საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები და შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

    თავი II. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები

    მუხლი 7. საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

1. ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;

დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო;

ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტისთვის − შესაბამისი სახელმწიფო საწარმო.

2. ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო;

დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.

3. სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისთვის პასუხისმგებელია:

ა) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და ცენტრალური ბიუჯეტებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო;

გ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.

4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს.

5. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები:

ა) სესხის აღება და თავდებობა;

ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება.

6. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა.

7. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6  მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:

ა) უფლებამოსილი არიან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ანგარიშები ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში. დაუშვებელია, ანგარიშის მფლობელმა მიმდინარე ანგარიშზე განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის;

ბ) უფლებამოსილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას და რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან სახელმწიფო ხაზინაში არსებულ შესაბამისი ანგარიშის მფლობელის  ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხები ანგარიშის მფლობელს ეკუთვნის და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

10. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

11. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.

111. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირისაღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ კოდექსის მე-6 მუხლის 1 და 2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების იძულებით აღსრულების პროცესში სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხები, თუ აღნიშნულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ანგარიშებზე არ გააჩნიათ შესაბამისი ნაშთი, ასახოს შესაბამისი დონის ბიუჯეტში ამ მიზნით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისთვის გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან.  

12. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2625 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

    მუხლი 8. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცი

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს შემოსავლების, ხარჯების ეკონომიკურ, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციებს, აგრეთვე პროგრამულ კლასიფიკაციას. პროგრამული კლასიფიკაცია არის პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების ერთობლიობა და განისაზღვრება ბიუჯეტით. საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის პროგრამული კლასიფიკაცია ასევე მოიცავს მხარჯავ დაწესებულებებს და, შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებს.

2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

    მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი

1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და, შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.

2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ.

3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 10. ბიუჯეტის შემოსულობები

ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

    მუხლი 11. ბიუჯეტის გადასახდელები

ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) ხარჯები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

    მუხლი 12. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი

1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.

2. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – ბიუჯეტის დეფიციტი.

    მუხლი 13. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში

1. საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 14. აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.

2. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, აგრეთვე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია

1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

4.  ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 16. ბიუჯეტის საკასო შესრულება

1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით.

2. შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე.

3. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 17. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება

1. პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობები არის პროგნოზი და არ ზღუდავს ფაქტობრივ აკრეფას მაჩვენებლების გადამეტებით.

3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 18. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

1. შესაბამისი დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.

3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისთვის/პრიორიტეტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სათანადო საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 181. ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.

3. ბიუჯეტის შემოსულობის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის დაბრუნებული ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანილი თანხით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.    

     მუხლი 182. საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული წესით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირს არ უბრუნდება.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.  

     მუხლი 183. ფულის მართვა და გაცემა

1. საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული გაიცემა ბიუჯეტების განწერის მიხედვით.

2. დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემა ბიუჯეტების განწერით დადგენილი მაჩვენებლების ზევით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

მუხლი 184. სახელმწიფო ხაზინა

1. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისთვის.

2. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი ანგარიშები სხვა ბანკებში.

3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშისა და სხვა ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.

4. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.

5. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის ბოლოს ამზადებს ანგარიშგებას ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ.

6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს საბანკო ანგარიშის გახსნის ნებართვა და დახუროს ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტები.

8. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი.

9. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის უსაფრთხოების ნორმები, წესები და მომსახურების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

10. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით თავის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები განათავსოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

11. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 21  აპრილის   კანონი  №660  - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 19. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შემოწმება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულებასა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 20. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

1. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტი – მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში ან საქართველოს მთავრობის თანხმობით.

2. ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს/მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, შეიძლება მიიღოს მხოლოდ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან).

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 21. სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო სესხის აღება და სახელმწიფო გარანტიების გაცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება აქვთ, სესხი აიღონ საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.

    მუხლი 22. სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები

1. წლიური ბიუჯეტი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისათვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.

2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

    მუხლი 23. სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

      მუხლი 24. სესხის გაცემის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი შესაძლებელია გაიცეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

   

თავი III. შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

    მუხლი 25. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი

1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 26. გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;

ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;

ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;

ა.ვ) სოციალური გადასახადი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისთვის გადასახადი;

ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადი;

ბ.გ) ქონების გადაცემისთვის გადასახადი;

ბ.დ) საკურორტო გადასახადი;

ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;

ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;

ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის;

გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 261. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსთვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ .

4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.

5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6331 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.    

 

კარი III.  სახელმწიფო ბიუჯეტი

    თავი IV. ზოგადი ნორმები სახელმწიფო ბიუჯეტისათვის

    მუხლი 27. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები

1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:

ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;

დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;

ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;

ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით.  

2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. 

3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

    მუხლი 29. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

    მუხლი 30. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

       მუხლი 31. ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში

1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.

2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს.

4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

6. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

6 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში).

7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

[ 7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, ამ საბიუჯეტო ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს თანხების შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

    მუხლი 32. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 28-ე და 31-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. 

თავი V . სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 33. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 34. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა) და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხასა და წარდგენის ვადებს.

4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტების დასკვნები არა უგვიანეს 20 ივნისისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.

5. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს;

გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს, მათ მიზნებსა და დაფინანსების ოდენობებს;

გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.დ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;

გ.ე) სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები საბიუჯეტო განაცხადში ასახავენ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს;

დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით;

) „ეკონომიკური თავისუფლების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს.  

6. საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 10 ივლისისა იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს. 

7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად.

8. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობას. საქართველოს სამინისტროები უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული მათი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან შესაბამისობას.  

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.  

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3461   –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 35. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.

3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 36. საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით, აგრეთვე ინფორმაციას მომუშავეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და საპროგნოზო რიცხოვნობის შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;

გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

1 1. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 37. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

4. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172).

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

    მუხლი 38. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

1 ) „ეკონომიკური თავისუფლების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში პროგნოზირებულ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებს;  

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; 

) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას;  

ზ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ მოცულობას; 

თ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ი) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს;

) მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის მთლიან მოცულობაში თითოეული მუნიციპალიტეტის წილის პროცენტულ მაჩვენებელს.  

4. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის: 

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას;

ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ;

ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი;

დ) დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ;

ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

1) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ;

ვ) ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ;

ზ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს;

თ) ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

7. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.

8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.

9. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5526 - ვებგვერდი, 21.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ. 

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 39. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

1. საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად.

3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.

5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.

7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

8. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.

12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად.

13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას.

14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანას. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსის 401 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

6. პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

7. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

8. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3381  –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

      მუხლი 401. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ისმენს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

   

თავი VI.  სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი

    მუხლი 41. საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური

1. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა.

2. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი თანხმობით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 43. საქართველოს პროკურატურა

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პროკურატურისათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურორის წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3809 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

     მუხლი 44 . იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

     მუხლი 441. საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4026 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

    მუხლი 45 . განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა

ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 451. განათლების სფეროს დაფინანსება 

1. სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- ზე ნაკლები.

2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან.

საქართველოს 2019 წლის 27 ივნისის კანონი №4862 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

     მუხლი 452. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში გარემოსდაცვითი პროგრამა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში გასულ საბიუჯეტო წელს შემოსული სახსრების ოდენობით.

   

თავი VII. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება

    მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას.

3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ. 

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 47. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა

1. მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების (გადასახადების ნაწილში) კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

4. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საჭიროებს ახალი განწერის დამტკიცებას ან არსებულ განწერაში ცვლილებების შეტანას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და შემოსავლების ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის განწერის კორექტირება ხორციელდება დადგენილი წესით, მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობისა და შემდგომი დაზუსტების მიზნით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

    მუხლი 481 . (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6168 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6572 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

    მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5351 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 49 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5351 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 52. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3439 - სსმ I, №36 13.07.2010 წ., მუხ.218

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

   

თავი VIII. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს.

2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 54. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს:

ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;

ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

    მუხლი 55. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“, „ბ2.ა“ და „ბ3.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.  

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;

გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ);  

თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს;

1) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს;

) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს;

) ინფორმაციასეკონომიკური თავისუფლების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების შესრულების შესახებ.  

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 57. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება

 სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ. 

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

    მუხლი 58. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის თაობაზე.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ. 

 

თავი IX. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა

    მუხლი 59. სესხის გაცემის საფუძველი

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა და მისი კონტროლი ხორციელდება ამ თავით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. ამ თავის ნორმები არ ვრცელდება:

ა) უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გასაცემ სესხებზე;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე;

გ) ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულ სესხებზე, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხზე, რომლის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს:

ა) სესხის მიზნობრიობა;

ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა);

გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა;

დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები;

ე) სესხის ოდენობა;

ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი;

ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები.

4. განკარგულებით შესაძლებელია განისაზღვროს ასევე სხვა პირობები, რომლებიც აუცილებელია სესხის გაცემისა და დაბრუნებისათვის, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №1599  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 60. სესხის გამცემი და სესხის მიმღები

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამცემია ის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის ასიგნებებიდანაც გაიცემა სესხი ან/და რომელსაც გასაცემი სესხის რესურსი (თანხები) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან ან/და სხვა წყაროებიდან.

2. სესხის მიმღები შესაძლებელია იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.

    მუხლი 61. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

1. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.

2. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია:

ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად;

ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად;

გ) საკუთარი ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა.

3. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს სესხის გამცემი.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში სესხის გამცემი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

5. სესხის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.

    მუხლი 62. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი

1. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებს სესხის გამცემი, თუ განკარგულებით არ არის განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

2. სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სესხის მიმღები ვალდებულია შეწყვიტოს სესხის არამიზნობრივი ხარჯვა, გონივრულ ვადაში გამოასწოროს დარღვეული პირობები, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის არამიზნობრივად გამოყენებული სესხის შესაბამისი ოდენობა მიმართოს საკუთარი სახსრებიდან.

3. თუ სესხის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სესხის მიმღები ვალდებულია წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხი (ტრანში) და გადაიხადოს მასზე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა, საურავი, რომლის დარიცხვა გაგრძელდება შესაბამისი ვალდებულებების შესრულებამდე.

    მუხლი 63. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე სესხის გამცემს უფლება აქვს, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, სესხის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემი ვალდებულია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობიდან არა უგვიანეს 6 თვისა წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინება უნდა ეფუძნებოდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობას, უნდა განსაზღვრავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობას, წარმოშობის საფუძვლებს და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების საფუძველია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად.

6. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქტის გასაჩივრება არ გამოიწვევს მისი აღსრულების, ასევე აღსრულების პროცესში განხორციელებულ ქმედებათა შეჩერებას.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 64. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი. სესხის გამცემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს:

ა) თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) – რეესტრში ასახულ ინფორმაციას;

ბ) სესხის ხელშეკრულების, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ასლებს.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესსა და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

    კარი IV.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი X. ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

      მუხლი 65. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.

4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.

      მუხლი 66. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 67. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის კანონი №1267 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 68. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 69. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაშ

1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდესპროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა.

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება ხორციელდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

    მუხლი 70. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისთვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 67-ე და 69-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი XI.  მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება 

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

    მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 

1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.

2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.

3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:

ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;

გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;

დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;

ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.

5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. 

    მუხლი 72. (ამოღებულია)  

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.     

    მუხლი 73. (ამოღებულია)  

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №98  - ვებგვერდი, 23.12.2016წ.  

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

    მუხლი 74. (ამოღებულია)  

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

 

თავი XII. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის მომზადება , წარდგენა და დამტკიცება

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

      მუხლი 76. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი

1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.

3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.

4. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:

გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3461   –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

       მუხლი 77.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.

4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას :

) გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის :

.) პროგრამებისათვის /ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა ) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით ;

. ) ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ;

. ) საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას ;

. ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში );

ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.გ“ და „ბ 2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;  

გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით .

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.

61. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვა მისთვის ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ოდენობით.

62. ამ მუხლის 61 ნაწილის საფუძველზე დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების გეგმის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

8. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს წარედგინება მისი შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი.

81. ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

9. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას :

) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ;

) ბიუჯეტის შემოსულობებს , ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის /ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით :

. ) ხარჯები , მათ შორის , შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები ;

. ) არაფინანსური აქტივების ზრდა ;

. ) ფინანსური აქტივების ზრდა ;

. ) ვალდებულებების კლება ;

) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ;

) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას ;

) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ;

) სარეზერვო ფონდის მოცულობას ;

) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს ;

) პრიორიტეტებს , რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს , მათ აღწერას და მიზნებს .

10. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს :

) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს ;

) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

გ) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.გ“ და „ბ 2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

1) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ;

) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაციას;

ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

11. ამ მუხლის მე -9 ნაწილში მოცემული ინფორმაცია , გარდა იმავე ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა , წარდგენილი უნდა იყოს გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის . 

12. ამ მუხლის მე -9 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის .

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

      მუხლი 78. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

1. ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.

4. ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.

6. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

71. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

8. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა მუნიციპალიტეტი (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს.

8 1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.გ“ და „ბ 2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის.

      მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.

4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 791. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.

    მუხლი 792. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.

    მუხლი 80. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ მერის წარდგინებით.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1267 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი XIII. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესრულება

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 81. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 82. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 83. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი XIV. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 84. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტს.

2.  (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).

3. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი აგრეთვე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.

4. მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

 

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 85. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 86. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 87. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისთვის;

დ) პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ვ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

ზ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს;

თ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

      მუხლი 88. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

კარი V. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი

თავი XV. ზოგადი ნორმები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის

    მუხლი 89. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი დამოუკიდებელი რესპუბლიკური ბიუჯეტი.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობების წყაროები და საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 891. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებ

1. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება , რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს :

) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას ;

) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს ;

) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს ;

დ) მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.

2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით .

3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით .

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №98  - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 90. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს შესაბამისი საფინანსო ორგანო.

    მუხლი 91. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.  

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.   

საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

     მუხლი 911. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საფინანსო ორგანო.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4. თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საფინანსო ორგანოს წარდგინებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №98  - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

    მუხლი 92. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაშ

1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება , გარდა ამ კოდექსის 90- და 91- მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით .

2. შესაძლებელია განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება .

3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%- , გარდა ამ კოდექსის 90- და 91- მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა .

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები  (პროგრამის /ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის /ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

5. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს .

6. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად .

61. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.

7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%- . აღნიშნული გადანაწილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანომ უნდა აცნობოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 93. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 90-ე და 92-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

 

თავი XVI. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება , წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 94. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

     3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.

    მუხლი 95. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი

1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;

გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;

დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

      მუხლი 96. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები

1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 15 ივნისისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა.

    მუხლი 97. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საფინანსო ორგანოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საფინანსო ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.

3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საფინანსო ორგანოში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 98. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:

ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;

ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;

ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;

ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ბ“ და „ბ 2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;

გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

1 1. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

4. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ასახვას უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო .

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 99. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საფინანსო ორგანო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.

2. მხარჯავ დაწესებულებებსა და საფინანსო ორგანოს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.

3. საფინანსო ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა.

    მუხლი 100. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.

3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

1) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ზ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.

     4. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ;

ბ) მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ;

ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ბ“ და „ბ 2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ;

ზ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.

7. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენისთანავე.

8. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ბ“ და „ბ 2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 30  ნოემბრის კანონი  №1395  - ვებგვერდი, 08.12.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 101. ფინანსური დახმარების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა აცნობებს ფინანსური დახმარების საპროგნოზო ოდენობებს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 102. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და ახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს .

   2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.

  3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

    4. ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

  მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

 1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

  2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

   

თავი XVII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება

    მუხლი 104. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ზოგადი დებულება

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.

    მუხლი 105. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა 

1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

2. საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

      მუხლი 106. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა  

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

 

   თავი XVIII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება

    მუხლი 107. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება

   1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის საფინანსო ორგანოს.

     2. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).

 3. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.

  4. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

    მუხლი 108. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

    მუხლი 109. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

  1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

  2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4923 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 110. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;

ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

თ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ბ“ და „ბ 2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს;

ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

     მუხლი 111. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4923 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

 

კარი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XIX. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 112. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

    მუხლი 113. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილება 2010 წელს განხორციელდეს 10%-ის ფარგლებში.

    მუხლი 113 1 . სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას რაიმე ფორმით, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი არ არის შეზღუდული ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადით.

2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სესხის მიმღებზე, თუ:

ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა;

ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

    მუხლი 114. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 1141. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიება

საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა .

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 1142 . პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტებზე 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები და მე-8 მუხლის პირველი ნაწილი გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.   

    მუხლი 1143. ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანა

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი.

საქართველოს 2014  წლის  12 დეკემბრის  კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.  

     მუხლი 1144. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების განსაზღვრა

1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2024 საბიუჯეტო წლისთვის.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს იმავე ნაწილით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​​1“ და „ბ​​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივი გავრცელება.

2. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები მათზე გავრცელდეს 2016 საბიუჯეტო წლისათვის, გარდა იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც დაფუძნებულია თვითმმართველი ქალაქების ან მათი ორგანოების მიერ ან ექვემდებარება მათ კონტროლს.  

     მუხლი 1145. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი  

1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2024 წლამდე.

2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.

5. 2020−2024 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად:

ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას;

ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს. 

    მუხლი 1146. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

2026 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას;

გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს.

     მუხლი 1147. ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე

1. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად:

 

შემოსულობების დასახელება

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები

11.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში

60

 

40

 

2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად:

 

შემოსულობების დასახელება

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები

40.8.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

25

 

75

 

 

თავი XX. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 115. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 24 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62);

ბ) „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 29.12.2007, მუხ. 437);

გ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170);

დ) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 37);

ე) „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 28).

    მუხლი 116. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა, 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, 87-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 110-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

3. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172).

4. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172).

5. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172).

6. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 25-ე, 25.1, 25.2 და 25.3 პუნქტები მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე.

7. ამ კოდექსის 45მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3235 - სსმ I, №34 09.07.2010 წ., მუხ.205

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

საქართველოს პრეზიდენტი           მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2440 IIს

დანართი

 

შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

შემოსულობების დასახელება

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის 

ბიუჯეტები

1

2

3

4

5

1

საშემოსავლო გადასახადი:

     
1.1 საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა 100    
1.2 ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი   100  

1.3

(ამოღებულია - 14.12.2018, №4017)

 

 

100

2

მოგების გადასახადი

100

 

 

3

ქონების გადასახადი

 

 

100

4 დამატებული ღირებულების გადასახადი 81   19

5

აქციზი

100

 

 

6

იმპორტის გადასახადი

100

 

 

7

სხვა გადასახადები ( მათ შორის, საგადასახადო ორგანოს ან/ და საბაჟო ორგანოს მიერ გადახდევინებული ჯარიმები, რომლებიც არ არის დარიცხული კონკრეტულ გადასახადზე), გარდა გაუქმებული გადასახადებისა

100    

8

პროცენტები (სარგებელი) ცალკეული ხასიათის ფინანსური აქტივებიდან, კერძოდ, დეპოზიტებიდან (ფასიანი ქაღალდებიდან აქციების გარდა), სესხებიდან, დებიტორული დავალიანებიდან და სხვა შემოსავალი პროცენტებიდან, განკუთვნილი:

 

 

 

8.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

8.3

მუნიციპალიტეტისთვის

 

 

100

9

შემოსავალი დივიდენდებიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან:

 

 

 

9.1

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

100

 

 

9.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

 

100

 

9.3

ადგილობრივი ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

 

 

100

9.4

საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან

100

 

 

10

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვისმოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

10.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის

 

100

 

10.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისთვის

 

 

100

11

შემოსავალი სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

 

 

 

11.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და არ არის ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაში

65

35

 

 11.2 განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში 50   50

11.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

11.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

12

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

35

65

 

13

შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

14

შემოსავალი სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურიდან, გადახდევინებული:

 

 

 

14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

15

რენტა (გარდა მიწისა), გადახდევინებული:

 

 

 

15.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

15.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

15.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

16

 (ამოღებულია)

100

 

 

17

სალიცენზიო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

17.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

17.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

18

სანებართვო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

18.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

18.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

18.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

19

სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი

100

 

 

20

სარეგისტრაციო მოსაკრებელი

100

 

 

21

სახელმწიფო საექპერტიზო მოსაკრებელი

100

 

 

22

სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

 

 

 

22.1

საქართველოს სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე

100

 

 

22.2 საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის:      
  22.2.1 ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი 100    
22.2.2 ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ   100  
22.2.3 მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის გასაცემად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მის უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი     100

22.3

სხვა სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

 

 

 

22.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

22.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

22.3.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

23

საკონსულო მოსაკრებელი

100

 

 

24

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

24.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთაშესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

24.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

24.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

25

(ამოღებულია - 09.02.2023, №2576)

26

შემოსულობა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემიდან

 

 

100

27 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 100    

28

სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი

 

 

100

281 ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 100    

29

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

 

 

100

30

კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

 

 

100

31

32

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)

 

 

100

321

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

 

 

100

322

33

შემოსულობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემიდან

 

100 

331
შემოსულობა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (Mკატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემიდან
 
 
100

34

სხვა მოსაკრებელი, გადახდევინებული:

 

 

 

34.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

34.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

34.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

35

არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება:

 

 

 

35.1

შემოსავალი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებიდან

100

 

 

35.2

შემოსავალი სხვა საქონლის რეალიზაციიდან, გადახდევინებული:

 

 

 

35.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.2.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

35.3

შემოსავალი მომსახურებიდან, რომელიც გაწეულია:

 

 

 

35.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.3.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

35.4

შემოსავალი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

100

 

 

35.5

შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

 

 

 

35.5.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

35

 

35.5.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

 

35

35.5.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

35.5.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

35.6

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

35

65

 

35.7

შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

 

 

100

35.8

შემოსავალი სხვა სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, გადახდევინებული:

 

 

 

35.8.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

35.8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

35.8.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

36

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან)

 

 

 

36.1

შემოსავალი სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.1.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.1.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.1.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

36.2

შემოსავალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან

40

 

60

36.3

შემოსავალი საზღვრის უკანონოდ დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმიდან

100

 

 

36.4

შემოსავალი გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.4.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

36.5

შემოსავალი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.5.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.5.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.5.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

36.6

შემოსავალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან

100

 

 

36.7

შემოსავალი სხვა ჯარიმებიდან და საურავებიდან, გადახდევინებული:

 

 

 

36.7.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

36.7.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

36.7.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

37

შემოსავალი მიმდინარე ტრანსფერებიდან, შემოწირულებებიდან და ქველმოქმედებიდან (გრანტების გარდა), განკუთვნილი:

 

 

 

37.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

37.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

37.3

მუნიციპალიტეტებისთვის

 

 

100

38
შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების შედეგად მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებიდან
100
 
 

39

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შემოსავალი, მიღებული:

 

 

 

39.1

ცენტრალური ხელისუფლების მიერ

100

 

 

39.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების მიერ

 

100

 

39.3

მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ

 

 

100

40

შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან:

 

 

 

40.1

შემოსულობა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, მათ შორის:

 

 

 

40.1.1

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

100

 

 

40.1.2

სახელმწიფო ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, რომლებიც:

 

 

 

   40.1.2.1 განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე 60 40  

40.1.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

 

100

 

   40.1.2.3 განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში) ტერიტორიაზე 60   40

40.1.2.4

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) სარგებლობაშია

 

 

100

 40.2

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

35

65

 

 40.3

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

 

 

100

40.4

შემოსულობა ლიცენზიების გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.5

შემოსულობა მატერიალური მარაგების გაყიდვიდან:

 

 

 

40.5.1

შემოსულობა სტრატეგიული მარაგების გაყიდვიდან

100

 

 

 40.5.2

შემოსულობა სხვა მატერიალური მარაგების (ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი) გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.5.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.5.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.5.2.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

40.6

შემოსულობა ფასეულობების გაყიდვიდან, განხორციელებული:

 

 

 

40.6.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.6.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.6.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

40.7

შემოსულობა არაწარმოებული აქტივებიდან:

 

 

 

40.7.1

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

 

 

 

40.7.1.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

50

50

 

    40.7.1.2
მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე
40
 
60

40.7.1.3

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

100

 

40.7.1.4

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

40.8

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

 

 

 

40.8.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

35

65

 

   40.8.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 10   90

40.9

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

100

 

40.10

შემოსულობა მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

 

 

100

40.11

შემოსულობა წიაღისეულიდან

100

 

 

40.12

შემოსულობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან

100

 

 

40.13

შემოსულობა სხვა ბუნებრივი აქტივებიდან

100

 

 

40.14

შემოსულობა არაწარმოებული არამატერიალური აქტივებიდან (პატენტები, სალიზინგო ხელშეკრულებები და სხვა ანალოგიური კონტრაქტები, აგრეთვე შეძენილი გუდვილი), გადახდევინებული:

 

 

 

40.14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

 

 

40.14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

 

100

 

40.14.3

მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ

 

 

100

40.15

შემოსულობა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან

 

 

100

41

შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან, განკუთვნილი:

 

 

 

41.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

 

 

41.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

 

100

 

41.3

მუნიციპალიტეტებისთვის 

 

 

100

42 გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი 100    
43 საკონტეინერო მოსაკრებელი     100

 

შენიშვნა: ამ ცხრილის მე-4 გრაფით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მიღებული შემოსულობების 19% არის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებისათვის გასანაწილებელი გადასახადების ჯამი, რომლის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის განაწილება ხდება ამ კოდექსის 71-ე და 1145 მუხლებით დადგენილი წესით. 

63. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4425-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 62. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4026-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 61. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3975-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 60. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4030-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 59. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3820-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 58. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3859-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 57. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3539-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 56. 02/05/2023 - საქართველოს კანონი - 2791-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/05/2023 55. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2625-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 54. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2576-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 53. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2437-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 52. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2384-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 51. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1196-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 50. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1138-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2021 49. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 373-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 48. 02/03/2021 - საქართველოს კანონი - 247-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/03/2021 47. 29/12/2020 - საქართველოს კანონი - 36-IIრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2020 46. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6946-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 45. 01/07/2020 - საქართველოს კანონი - 6701-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 44. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6295-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 43. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5670-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 42. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4918-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 41. 27/06/2019 - საქართველოს კანონი - 4862-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 40. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4853-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 39. 14/12/2018 - საქართველოს კანონი - 4017-Iს - ვებგვერდი, 25/12/2018 38. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3880-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 37. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3809-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 36. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3461-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 35. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3381-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 34. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3222-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2265-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 32. 13/12/2017 - საქართველოს კანონი - 1722-Iს - ვებგვერდი, 22/12/2017 31. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1395-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 30. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1267-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 29. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 912-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 28. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 660-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 27. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 498-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 26. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 98-Iს - ვებგვერდი, 23/12/2016 25. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5589-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 24. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 23. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4923-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 22. 08/05/2015 - საქართველოს კანონი - 3604-რს - ვებგვერდი, 15/05/2015 21. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2935-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 20. 30/07/2014 - საქართველოს კანონი - 2588-რს - ვებგვერდი, 11/08/2014 19. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1959-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1599-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 17. 20/12/2012 - საქართველოს კანონი - 117-Iს - ვებგვერდი, 29/12/2012 16. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6572-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 15. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 14. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6331-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 13. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6168-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 12. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5526-რს - ვებგვერდი, 111221005, 21/12/2011 11. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5351-IIს - ვებგვერდი, 111125019, 25/11/2011 10. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5172-IIს - ვებგვერდი, 111107010, 07/11/2011 9. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4210-Iს - ვებგვერდი, 110310023, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4108-რს - სსმ, 75, 27/12/2010 7. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3967-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 6. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 5. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3775 - სსმ, 63, 10/11/2010 4. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3439 - სსმ, 36, 13/07/2010 3. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3235 - სსმ, 34, 09/07/2010 2. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3265 - სსმ, 32, 06/07/2010 1. 18/06/2010 - საქართველოს კანონი - 3114 - სსმ, 29, 22/06/2010