საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4108-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 27/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.016134
  • Word
4108-რს
17/12/2010
სსმ, 75, 27/12/2010
190020010.05.001.016134
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

2. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. სპორტისა და კულტურის სფეროების დაფინანსება

დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასიგნებებში სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს გასულ საბიუჯეტო წელს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების 75%-ზე ნაკლები.“.

3. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით

სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა 2011 წელს არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 30%-ს, ხოლო 2012 წელს – 28%-ს.“.

4. 1131 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4108–რს