დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 98-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.018244 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.“. 2. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები: „61. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვა მისთვის ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ოდენობით. 62. ამ მუხლის 61 ნაწილის საფუძველზე დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების გეგმის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 3. 891 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი: „მუხლი 911. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საფინანსო ორგანო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. 4. თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საფინანსო ორგანოს წარდგინებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N98-Iს |
დოკუმენტის კომენტარები