საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2935-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.017576
2935-Iს
12/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
190020010.05.001.017576
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. კოდექსის მიზანი

 ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების და ამ ხელისუფლებების ორგანოების მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.“.

 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

 „მუხლი 11. კოდექსის მოქმედების სფერო

 1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

 2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.“.

 3. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.“.

 4. მე-6 მუხლის:

 ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;“;

 ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

 „ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც:

 ბ1.ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

 ბ1.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;

 ბ1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;

 ბ2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც:

 ბ2.ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

 ბ2.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

 ბ2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოს მიერ ან/და ექვემდებარება მის ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს;“;

 გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

 „გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი – ამ მუხლის „ბ1“/„ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

 დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

 ე) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

 „ე1) ცენტრალური ბიუჯეტი – სახელმწიფო ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

 ვ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

 „ვ1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

 ზ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

 „ზ1) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

 თ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

 „თ1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;

 ი) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

 კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;“;

 კ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები:

 „კ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებული ბიუჯეტი – ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 კ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული, ამ მუხლის „კ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი;“;

 ლ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ო) გათანაბრებითი ტრანსფერი – საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეული;“;

 მ) „ჟ“–„ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება;

 ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;

 რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის – თვითმმართველი ერთეული;

 ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;“;

 ნ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „უ) საფინანსო ორგანო – ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის;“;

 ო) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი;“;

 პ) „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ერთეულების, ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე;

 ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – ამ მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებზე მიღება და ანგარიშებიდან გასვლა;

 ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;“;

 ჟ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჭ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისთვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება;“.

 5. მე-7 მუხლის:

 ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.“;

 ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.“;

 გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისთვის პასუხისმგებელია:

 ა) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და ცენტრალური ბიუჯეტებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო;

 გ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო.“;

 დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-12 ნაწილები:

 „5. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები:

 ა) სესხის აღება და თავდებობა;

 ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

 გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება.

 6. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა.

 7. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:

 ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ასევე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის;

 ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.

 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 10. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

 11. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.

 12. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები.“.

 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 13. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში

 1. საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

 2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.“.

 7. მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, აგრეთვე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის.“.

 8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია

 1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 2. თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქ. თბილისისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქ. თბილისის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

 3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

 9. მე-16 მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით.“;

 ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 10. მე-17 მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

 ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.“.

 11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 18. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

 1. შესაბამისი დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.

 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.

 3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/ პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელმა ორგანომ – შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.“.

 12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181–184 მუხლები:

 „მუხლი 181. ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

 1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.

 3. ბიუჯეტის შემოსულობის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის დაბრუნებული ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანილი თანხით.

მუხლი 182. საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

 გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული წესით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირს არ უბრუნდება.

 მუხლი 183. ფულის მართვა და გაცემის გეგმა

 1. საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული გაიცემა ბიუჯეტების განწერის მიხედვით.

 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული გაიცემა ბიუჯეტების განწერისა და ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის საფუძველზე.

 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გაცემის ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი პერიოდის შემოსულობების, ნაშთის ცვლილებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით.

 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ბიუჯეტების განწერით დადგენილ მაჩვენებლებს.

 5. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტს ადგენს, ამტკიცებს და ფულს გასცემს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის შესაბამისად დამტკიცებული წესის მიხედვით.

მუხლი 184. სახელმწიფო ხაზინა

 1. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების სრულად და სწორად აღრიცხვისათვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგებისათვის.

 2. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი ანგარიშები სხვა ბანკებში.

 3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშისა და სხვა ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.

 4. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.

 5. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის ბოლოს ამზადებს ანგარიშგებას ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ.

 6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს საბანკო ანგარიშის გახსნის ნებართვა და დახუროს ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 7. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტები.

 8. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამასთანავე, ელექტრონული ასლის სახით შენახულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

 9. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის უსაფრთხოების ნორმები, წესები და მომსახურების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 10. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით თავის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები განათავსოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 11. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს.“.

 13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 20. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

 1. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტი ­– მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში ან საქართველოს მთავრობის თანხმობით.

 2. ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, შეიძლება მიიღოს მხოლოდ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემდეგ. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან).“.

 14. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/ სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

 15. 31-ე მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში“;

 ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

 „61. საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში).“.

 16. 34-ე მუხლის:

 ა) მე-5 ნაწილის:

 ა.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს, მათ მიზნებსა და დაფინანსების ოდენობებს;“; 

 ა.ბ) „გ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:

 „გ.ე) სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები საბიუჯეტო განაცხადში ასახავენ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს;“;

 ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობას.“.

 17. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

 „3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.

 18. 36-ე მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა“;

 ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

 „ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით, აგრეთვე ინფორმაციას მომუშავეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და საპროგნოზო რიცხოვნობის შესახებ;“;

 გ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

 „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.“.

 19. 38-ე მუხლის:

 ა) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

 „ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

 ვ) ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ.“;

 ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

 „9. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 20. 39-ე მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად.“;

 ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად.“.

 21. 41-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი თანხმობით.“.

 22. 42-ე–45-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები

 სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

მუხლი 43. საქართველოს პროკურატურა

 სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პროკურატურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინასწარი თანხმობით.

მუხლი 44. იურიდიული დახმარების სამსახური

 იურიდიული დახმარების სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობით.

მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა

ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს.“.

 23. 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებისათვის.“.

 24. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 ნაწილები:

 „5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და შემოსავლების ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

 7. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის განწერის კორექტირება ხორციელდება დადგენილი წესით, მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობისა და შემდგომი დაზუსტების მიზნით.“.

 25. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 26. 50-ე–52-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

 27. 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს.“.

 28. 55-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მხარჯავი დაწესებულებები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

 29. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

 ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

 ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;

 გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

 დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

 ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

 ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს; 

 ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების და მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების შესახებ);

 თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;

 ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

 30. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.“.

 31. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

 „7. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ­– საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 32. 77-ე მუხლის:

 ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.“;

 ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

 „ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;“;

 გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8ნაწილი:

 „81. ბიუჯეტის პროექტს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“;

 დ) მე-10 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 „გ) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ.“.

 33. 78-ე მუხლის:

 ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და გამგებელს/მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

 ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

 „71. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“;

 გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:

 „81. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 34. 791 და 792 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 791. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

 1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

 3. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.

 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა თვითმმართველ ერთეულს.

მუხლი 792. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.

 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა თვითმმართველ ერთეულს.“.

 35. 82-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“;

 ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

 „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.

 36. 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 37. 84-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.“;

 ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.“.

 38. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.“.

 39. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

 „61. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.“.

 40. 97-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საფინანსო ორგანოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.“;

 ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

 „3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საფინანსო ორგანოში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.

 41. 98-ე მუხლის:

 ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

 „ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;“;

 ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

 „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.

 42. მე-100 მუხლის:

 ა) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ.“;

 ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

 „8. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 43. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

 „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.“.

 44. 106-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 45. 107-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის საფინანსო ორგანოს.“;

 ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.“.

 46. 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.“.

 47. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1143 და 1144 მუხლები:

„მუხლი 1143. ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანა

 საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი.

მუხლი 1144. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების განსაზღვრა

 1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2018 საბიუჯეტო წლისათვის.

 2. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ბ“ და „ბ2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები მათზე გავრცელდეს 2016 საბიუჯეტო წლისათვის, გარდა იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც დაფუძნებულია თვითმმართველი ქალაქების ან მათი ორგანოების მიერ ან ექვემდებარება მათ კონტროლს.“.

 48. დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის:

 ა) პირველი, 1.1 და 1.2 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

საშემოსავლო გადასახადი:

 

 

 

 

 

 

1.1

საშემოსავლო გადასახადი, გარდა:

ა) საშემოსავლო გადასახადისა მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;

ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადისა (ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან);

გ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;

დ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან;

ე) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან;

ვ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა

 

100

 

 

1.2

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, გარდა:

ა) საშემოსავლო გადასახადისა მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;

ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადისა (ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან);

გ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;

დ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან;

ე) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან;

ვ) საშემოსავლო გადასახადისა ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან

 

 

100

 

 ბ) 1.2 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.3 გრაფა:

 

1.3

ა) საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;

ბ) არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან);

გ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;

დ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან;

ე) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან;

ვ) საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან

 

 

100

 

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-7, მე-9, მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 32-ე, 38-ე, 39-ე, 45-ე, 46-ე და 48-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-7, მე-9, მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 32-ე, 38-ე, 39-ე, 45-ე და 46-ე ნაწილები ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 48-ე ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2935-Iს