დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5589-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.018190 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი:
„მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება 1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 1.3 გრაფის საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, შესაძლებელია იმავე ცხრილის 1.1 გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5589-IIს |
დოკუმენტის კომენტარები