დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6331-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.016770 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 261 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს , რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილები სა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე. “.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6331- I ს
დოკუმენტის კომენტარები