საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1599-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.017210
1599-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
190020010.05.001.017210
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.“.

   2. 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.“.

   3. 39-ე მუხლის:

   ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.“;

   ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „12. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.“.

   4. 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.“.

   5. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 55. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

   1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

   2. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.“.

   6. 57-ე და 58-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 57. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება

  სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 45 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.

    მუხლი 58. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

   სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის თაობაზე.“.

   7. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს:

   ა) სესხის მიზნობრიობა;

   ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა);

  გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა;

  დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები;

   ე) სესხის ოდენობა;

   ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი;

   ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები.“.

   8. 78-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12-ისა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1599-რს