დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1722-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.018696 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1144 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2019 საბიუჯეტო წლისათვის.“. 2. 1145 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება 1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 1.3 გრაფის საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, შესაძლებელია იმავე ცხრილის 1.1 გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი წლის ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების შესაბამისი წლის ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2017 წ. N1722-Iს |
დოკუმენტის კომენტარები