საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5670-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019759
5670-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
190020010.05.001.019759
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანას. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსის 401 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

„მუხლი 401. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ისმენს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.“.

3. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხზე, რომლის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5670-რს