საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1138-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020434
1138-VIმს-Xმპ
15/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
190020010.05.001.020434
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1144 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდეს 2024 საბიუჯეტო წლისთვის.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1146 მუხლი:

„მუხლი 1146. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას 2022 წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს წინადადებები 2023 წლიდან სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ შორის, სექტორიზაციის პრინციპების, აღნიშნულ პროცესში პასუხისმგებლობებისა და როლების განაწილებისა და შესაბამისი ვადების შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და იგი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1138-VIმს-Xმპ