საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1267-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.018568
1267-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 29/07/2017
190020010.05.001.018568
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 67-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.“.

2. 77-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მერი განსახილველად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.“.

3. 78-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.

4. ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.

6. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

7. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-80 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია მხოლოდ მერის წარდგინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1267-რს