დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2588-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.017486 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ჟ“ და „ჟ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სპეციალური ტრანსფერი − ტრანსფერი, რომელიც გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებათა განსახორციელებლად ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები; ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი − ტრანსფერი, რომელიც გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“. 2. 791 და 792 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 791. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერი შეიძლება გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, − ასევე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებათა განსახორციელებლად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას/შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და სპეციალური ტრანსფერის მოცულობა. 3. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. მუხლი 792. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტისთვის მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, − ასევე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა დგინდება საქართველოს/შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 4. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული მიმართავს საქართველოს მთავრობას/შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობა და უნდა აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა. 5. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით. 6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 7. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ივლისი 2014 წ. N2588-რს |
დოკუმენტის კომენტარები