„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 22/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.05.001.004.051
  • Word
3114
18/06/2010
სსმ, 29, 22/06/2010
190.020.020.05.001.004.051
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.“.

2. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.“.

3. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.“.

4. 31-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.“.

5. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას (მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობას);“.

6. 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

     „მუხლი 491. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა

1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა შესაძლებელია გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად.

2. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულების დაფარვისთვის პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება.

3. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის ქვეანგარიშიდან უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.“.

8. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ნაწილები:

„81. საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამასთანავე, ელექტრონულად შენახულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.

82. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის უსაფრთხოების ნორმები, წესები და აღნიშნული სისტემის მომსახურების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

9. 56-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების და მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების თაობაზე);“.

10. 95-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).“.

11. 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3114–Iს