საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2576-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020800
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2576-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
190020010.05.001.020800
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, ამ საბიუჯეტო ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს თანხების შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 25-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4425 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2576-XIმს-Xმპ