საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2791-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020852
2791-XIმს-Xმპ
02/05/2023
ვებგვერდი, 19/05/2023
190020010.05.001.020852
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1147 მუხლი:

„მუხლი 1147. ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე

1. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად:

შემოსულობების დასახელება

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები

11.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში

60

 

40

 2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად:

შემოსულობების დასახელება

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  რესპუბლიკური ბიუჯეტები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები

40.8.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

25

 

75

                                                                                                                                                                        “.

2. კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის:

ა) 11.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

 

11.2

განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში

 

50

 

 

50

                                                                                                                                                                      “;

ბ) 40.1.2.1 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

40.1.2.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

60

40

 

 

                                                                                                                                                             “;

გ) 40.1.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

40.1.2.3

განლაგებულია მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში) ტერიტორიაზე

60

 

40

                                                                                                                                                                      “;

დ) 40.7.1.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

 

40.7.1.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

 

40

 

 

60

                                                                                                                                                                         “;

ე) 40.8.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40.8.2

მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე

10

 

90

                                                                                                                                                             “.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მაისი 2023 წ.

N2791-XIმს-Xმპ