დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2625-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.020816 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებულ ანგარიშებზე;“. 2. მე-7 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ა) უფლებამოსილი არიან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ანგარიშები ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში. დაუშვებელია, ანგარიშის მფლობელმა მიმდინარე ანგარიშზე განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) უფლებამოსილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას და რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან სახელმწიფო ხაზინაში არსებულ შესაბამისი ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხები ანგარიშის მფლობელს ეკუთვნის და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2625-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები