საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4862-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019535
4862-IIს
27/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
190020010.05.001.019535
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

„მუხლი 451. განათლების სფეროს დაფინანსება

1. სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.

2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2019 წ.

N4862-IIს