დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6701-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.019936 |
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე.
|
თბილისი, 1 ივლისი 2020 წ. N6701-რს |
დოკუმენტის კომენტარები