საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.020237
247-IVმს-Xმპ
02/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
190020010.05.001.020237
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 452 მუხლი:

„მუხლი 452. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში გარემოსდაცვითი პროგრამა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში გასულ საბიუჯეტო წელს შემოსული სახსრების ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მარტი 2021 წ.

N247-IVმს-Xმპ