დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4210-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310023, 10/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.016174 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება
1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ.“.
2. 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით და იგი არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს.“.
3. 52-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1141 მუხლი:
„მუხლი 1141. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიება
საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულება;
ბ) „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 14-15 სექტემბრის №589, №1-1/91 ერთობლივი ბრძანება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცეს ამ კანონის შესაბამისად შექმნილ კომისიას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4210–Iს
დოკუმენტის კომენტარები