საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3880-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019286
3880-რს
06/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
190020010.05.001.019286
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს  განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.“.

2. მე-40 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.“.

3. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღის მომდევნო დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3880-რს